"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა" აფრიკის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო და ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები დაასრულა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 340 000 ლარზე მეტს შეადგენს.აღსანიშნავია, რომ აფრიკის დასახლებაში წურწუმიას, ოდიშელიძის, მაჩაბელის და მიმდებარე ქუჩებს ისტორიულად წყალმომარაგების სისტემა არ ჰქონდათ.