ჯივიპიმ მგალობლიშვლის ქუჩაზე 3 ივნისს მაგისტრალური წყალსადენის ქსელის დაზიანების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი სრულ ადაუნაზღაურა. დაზიანების დღესვე კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა დეტალურად აღწერა და შეაფასა ზიანის მოცულობა და დაიწყო ანაზღაურების პროცედურა.
დღეისთვის კომპენსაცია ყველა დაზარალებულისთვის სრულად გადახდილია.