კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა. პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები დამონტაჟდა. GWP-იმ აღნიშნულ პროექტში 70 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. წყალმომარაგების სისტემის განახლების შემდეგ, სამგორის რაიონის გამგეობა სტურუას ქუჩაზე გზის მოწესრიგებას დაიწყებს და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.