"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი, 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგურის "საგურამოს" მშენებლობა დაასრულა. ქვესადგურის თანამედროვე ტექნოლოგიითა და უმაღლესი ხარისხით მშენებლობისთვის კომპანიამ 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნულ პროექტს თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, ახალი ქვესადგური gwp-ის საგურამოს და ნატახტარის სათავე ნაგებობებისა და სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ქვესადგური საგურამო ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ააშენა. ქვესადგური მსოფლიო ლიდერი კომპანიის სიმენსის დანადგარებითა და მოწყობილობებით არის აღჭურვილი. სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები ქართულმა კომპანია "ენერგოსერვისმა" შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დამატებით 40 ადამიანზე მეტი დაასაქმა.