კომპანია "ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერმა" კახეთის გზატკეცილის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ისნის პანდუსთან წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის აღნიშნულ ეტაპზე კომპანიამ 500 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ახალი ქსელი მოაწყო.ჯივიპი, ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, გადაერთებით სამუშაოებს ხვალ განახორცილებს, რის გამოც ხვალ,19 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათიდან, 20 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ისნის რაიონში:შირაქის, აწყურის, შორაპნის, გარე კახეთის, ნავთლუღის და მიმდებარე ქუჩებს, ლეხ კაჩინსკის ქუჩის ნაწილს და ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს.