კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 21 მილიონ 500 ათასი ევროს მოცულობის გრძელვადიანი სესხს მიიღებს. მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აღნიშნულ თანხას საინვესტიციო პროექტების განსახორცხიელებლად გამოიყენებს. ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც სხვადასხვა პროექტის დაფინანსებაში მსოფლიოს 140-მდე ქვეყანას ეხმარება.