ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. კომპანია ხვალ, 26 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე მეორე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშოების მიმდმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რისგამოც, ხვალ, 26 ივლისს დილის 10:00 საათიდან 27 ივლისს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, მცხეთის, დოლიძის, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩებს.