როლექსის სლოგანია „ გვირგვინი ყველა გამარჯვებისთვის“ და სწორედ ამ სლოგანის განსახიერებაა ბრენდის ლოგოც. ოქროსფერი მის ბრწყინვალებას გამოხატავს, ხოლო მწვანე ფერის სახელწოდება - კეთილდღეობის ნიშანია. დახვეწილი სტილი, საიმედოობა, ხარისხი - როლექსის საათების 116 წლიანი ისტორიას ითვლის.
ვიდრე თავად კომპანიის და ასეთი სახელგანთქმული ბრენდის შექმნის გზას განვიხილავთ, მოგითხრობთ მისი სულისჩამდგმელის შესახებ. ჰანს ვილსდორფი - დაიბადა 1881 წელს გერმანიის ქალაქ კულმბაჰში. სამწუხაროდ მშობლების მალე გარდაეცვალა. ობლად დარჩენილები თავის და-ძმასთან ერთად ბიძამ უდედმამო ბავშვთა სახლში მიაბარა და იზრუნა მათ ხარისხიან განათლებაზე. მოგვიანებით ჰანსის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში აღნიშნავს, რომ სწორედ ბიძამისს უმადლის მის წარმატებულ მომავალს, რადგან დამოუკიდებლად არსებობამ გამოუმუშავა საჭირო უნარები რომელიც ასე გამოდგა შემდეგ.