სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს მიმართა. პატრიარქს საკვირაო ქადაგებისას საპატრიარქოსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის მოვლენებზე არ უსაურია. იგი ასევე არ გამოხმაურება მეუფე პეტრესთან დაკავშირებით წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას. ილია მეორემ მრევლს ლოცვა-კურთხევით მმართა და სახარებიდან თითო თავის წაკითხვისკენ მოუწოდა. სამებაში, საკვირაო წირვას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. მრევლმა კი პატრიარქს ქადაგების შემდეგ შემდეგი სიტყვებით მიმართა: გვიყვარხარ, გვიყვარხარ.