თბილისის მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საბურთალოზე, ალმასიანის ქუჩაზე, მშენებლობის ნებართვას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მერიის წინ შიმშილობას აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროექტი 2011 წელს, გიგი უგულავას მერობის პერიოდში დამტკიცდა. პროექტის მიხედვით, მულტიფუნქციური შენობა უნდა ყოფილიყო 25 სართულიანი, თუმცა ინვესტორმა ვერ შეასრულა პირობა და მშენებლობის ნებართვას ვადა გაუვიდა.