გვატემალის უსაფრთხოების ძალებმა ჰონდურასიდან აშშ-ისკენ მიმავალი მიგრანტთა დიდი ქარავანის შესაკავებლად ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს. Reuters-ი წერს, რომ გასული კვირის პარასკევიდან გვატემალაში 7000-დან 8000-მდე მიგრანტი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და ქალები, შევიდა, რომლებიც ჰონდურასიდან სიღარიბესა და ძალადობას გაურბიან.
გვატემალის მთავრობის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ცდილობს ასობით მიგრანტი, უსაფრთხოების ძალების კორდონის გარღვევას და როგორ იგერიებენ მათ სამართალდამცავები ხელკეტებით. პოლიციამ მიგრანტების დასაშლელად ხმოვანი ხელყუმბარა და ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.
გვატემალას ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.