გვატემალაში ვულკანი ფუეგრო ამოიფრქვა. ვულკანის მახლობლად მდებარე სოფლებიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ოფიციალური ცნობით ვულკანის კვამლმა და ფერფლმა 5500 მეტრ სიმაღლეს მიაღია. გვატემალის ვულკანების მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ვულკანური ფერფლი 20 კილომეტრის რადიუსზე გავრცელდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.