ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, სავაჭრო ჯიხურების დაზარალებულ მეპატრონეებსა და ისნის ბაზრობის ტერიტორიის მფლობელ შპს “ტრანსსერვისის” იურისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.ისნის ბაზრობაზე, სადაც მეორადი ავტონაწილები იყიდება, ხანძრის შედეგად დამწვარი მაღაზიების მფლობელები არიან შეკრებილები. ბაზრობის ტერიტორიის ყველა შესასვლელი ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის ლენტებითაა შემოსაზღვრული, დაზარალებულებს ტერიტორიაზე შესვლა და მათი მაღაზიების დათვალიერების საშუალება არ აქვთ.