"გვაქვს კორონავირუსის ე.წ მესამეული გადაცემა, რაც ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის შემთხვევები გვაქვს" - ამირან გამყრელიძე - Palitra News

"გვაქვს კორონავირუსის ე.წ მესამეული გადაცემა, რაც ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის შემთხვევები გვაქვს" - ამირან გამყრელიძე

2020-03-14 14:41:25+04:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს დაფიქსირებულ 5 შემთხვევაში არის ე.წ მესამეული გადაცემა.

„გვაქვს ე.წ მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი. მესამეული და მეოთხეული გადაცემა როდესაც გვაქვს, სამწუხაროდ ეს ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის შემთხვევები გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული.