ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ავტობუსების ფაქტობრივად გადაწყობა ხდება, რადგან ტექინსპექტირება უპრობლემოდ გაიარონ. ცენტრიდან გასვლის შემდეგ კი ავტობუსი მალევე ხდება ისეთი, როგორიც ინსპექტირებამდე იყო. დავით მესხიშვილის თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ტექინსპეტირების გავლისას ავტობუსი არ ბოლავს, მაგრამ იგივე ავტობუსი ქუჩაში გადაადგილებისას შავ კვამლს უშვებს. მისივე განცხადებით ხშირად ავტობუსი ტექისპეტირებას ვერ გადის, მაგრამ, დედაქალაქში მაინც თავისუფლად გაადგილდება. თბილისის სატნრანსპორტო კომპანიაში კი აღნიშნულ ფაქტებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ქუჩაში მხოლოდ მგზარისა და გარემოსთვის უსაფრთხო ავტობუსები მოძრაობენ. ტექდათვალიერების მიმდინარე პროცესს აფასებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელიც. ვანო მთვრალაშვილის თქმით ფაქტია, რომ სატრანსპორტო საშულებების დიდი ნაწილი ქუჩაში კვლავინდებურად ბოლავს, რის მიზეზადაც მოძველებულ ავტოპარკს ასახებს. შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.