გუშინ ძალიან ცხადი და აშკარა იყო, რომ კახა კალაძეს ნერვები აღარ ექვემდებარება. იმდენჯერ გამოვიდა წყობიდან და ისე დაკარგა სახე, რომ შეგვიძლია მარტივად წარმოვიდგინოთ, რამდენად მძიმე ვითარებაა მმართველ გუნდში, - ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე კახა კალაძესა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, მმართველ გუნდში „ძალიან კარგად იციან, რამდენად მყიფე არის ის ნიადაგი, რომელზეც დგანან და რის ფასად უწევთ შეინარჩუნონ სკამები, რომელსაც ვერანაირ საჯარო სიკეთეში ვერ იყენებენ, მხოლოდ ჩაფრენილები არიან ძალაუფლებაზე“.