ამ „ქოლ-ცენტრების“ უკან, ეს არ არის მხოლოდ ჩემი სპეკულაცია ან გავრცელებული ჭორი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, მათ შორის უცხოურ მედიაშიც იყო ამის თაობაზე სიუჟეტები მომზადებული, სავარაუდოდ, დგას ბატონი კეზერაშვილი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ქოლ-ცენტრების“ საქმის უკან, რომელზეც გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით 7 ადამიანი დააკავეს, საქართველოს ხელისუფლება დგას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საქმეზე საზოგადოება უახლოეს პერიოდში დამატებით საინტერესო დეტალებს შეიტყობს.