მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალშობილი ფასდება, როგორც „საეჭვო შემთხვევა“. რატიანის თქმით ჩვილს აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თუმცა ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია.