მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, გუშინ ის სამართალდამცველებმა დააკავეს, უბრალოდ ამის შესახებ ჟურნალისტებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. მისივე თქმით, პოლიციას იგი სამი საათის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული. პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების დროს, მაჩალიკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ გაავრცელა. თუმცა ეს უარყო როგორც შსს-მ, ისე თავად მაჩალიკაშვილმა.