სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გურჯაანში ყურძნისა და სხვადასხვა ხილის კონცენტრატის საწარმოს აშენება იგეგმება. ინვესტორი "ჯიემ სვით ენდ დრინქს" საწარმოს ასაშენებლად და საქმიანობის დასაწყებად 967 ათას 692 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმო ევროკავშირის მიერ სერტიფიცირებული ლაბორატორიით იქნება აღჭურვილი, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს.