გურჯაანის საავადმყოფოში მიცვალებულები ერთმანეთში აერიათ - "ჯეოჰოსპიტალსის" გურჯაანის სამედიცინო ცენტრიდან სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ვახტანგ ჯვარისაშვილს გარდაცვლილი დედის ნაცვლად, სახლში სხვა ადამიანის ცხედარი გაატანეს. ოჯახმა გვამების შეშლის შესახებ მხოლოდ ველისციხეში, სახლში გადასვენების შემდეგ შეიტყო. მათი ვარაუდით საავადმყოფოში მიცვალებულები ერთმანეთში აერიათ. ვიდეომასალას ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს.