გურჯაანში გარემოს დაცვის კახეთი რეგიონული სამსახურის უფროსი ბესო შუბითიძე დაჭრეს. როგორც ბესო შუბითიძემ „პალიტრა ნიუსს“ განუცხადა, თანამშრომელთან ერთად, გეგმიურ შემოვლაზე გურჯაანში, მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბრაკონიერები შენიშნა. მას რამდენიმე ჭრილობა აქვს. მისივე თქმით, ბრაკონიერებს ნიღბები ეკეთათ და სახეები ვერ გაარჩია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს.