გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზის ორი მონაკვეთი ჩახერგილია. ადიდებულმა მდინარემ მოანგრია სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. მოსახლეობა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სტიქიამ დაზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 15 ოჯახი დახმარების მოლოდინშია. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხარჯთაღიცხვა, ასევე პარალელურად ხდება სპეციალური ტექნიკის მობილიზება.