გურჯაანის რაიონულ სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავდებში მდგომი პარლამენტის წევრები ესწრებიან. მათ შორის არიან, გიგა ბოკერია, გრიგოლ ვაშაძე, გიგი უგულავა, რომან გოცორიძე, გიგი წერეთელი, ოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ირმა ნადირაშვილი, გიორგი კანდელაკი, თინა ბოკუჩავა, ზაალ უდუმაშვილი და ა.შ. გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა.სასამართლოს ეზოში შეკრებილნი არიან კირკიტაძის მხარდამჭერები,მეგობრები და თანაგუნდელები.