"არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - ამის შესახებ "ერათიანი ნაციონალური" მოძრაობის დაკავებულმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ მომხდარა. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი გუსაევის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 საათზე დაიწყო. დღევანდელ სხდომაზევე მოხდება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა. შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს