გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებელი დაჭრეს. ვეჯინის გამგებელს კუკური ჯამატაშვილს სანიდირო თოფიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, დაჭრა ვეჯინის გამგებლისა და მოქალაქის შელაპარაკებას მოჰყვა. დაჭრილს მკურნალობა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.