გურჯაანის მოსახლეობის წყალმომარაგება გაუმჯობესდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მრავალბინიანი კორპუსების გამრიცხველიანების სამუშაოებს ასრულებს, რომლის შემდეგ სასმელი წყლის მიწოდების რეჟიმი გაიზრდება. უკვე გამრიცხველიანდა 1907 აბონენტი, ხოლო 87 საცხოვრებელ კორპუსში შეიცვალა შიდა გამანაწილებელი ქსელი და სადარბაზოებში განთავსდა ინდივიდუალური მრიცხველები. პროექტისთვის 800 ათას ლარამდე დაიხარჯა.