გურჯაანაში ხანძრის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლი ორსართულიან სახლს იმდენად სწრაფად მოედო, რომ ქალის გამოყვანა ვერ მოხერხდა. შენობა მთლიანად არის განადგურებული, დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
ადგილზე ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაცით, ხანძარი ელექტრონერგიის გაუმართაობამ გამოიწვია.