გურიის რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდაჭერის ახალ ქვეკომპონენტს გაეცნენ - Palitra News

გურიის რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდაჭერის ახალ ქვეკომპონენტს გაეცნენ

2018-10-04 14:37:46+04:00

ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“დაემატა. დანერგე მომავალის პროექტის მენეჯერი მარიამ მეკოშკიშვილი, გურიის რეგიონის გუბერნატორთან ზურაბ ნასარაიასთანერთად რაიონებში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდა და ახალი ქვეკომპონენტის დეტალები გააცნო. როგორც პროექტის მენეჯერმა აღნიშნა ახალი ქვეკომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც შესაძლებლობა ეძლევა განავითაროს საკუთარი მცირე ფერმერული მეურნეობები და მიიღოს სარგებელი.