გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე დღეს, მონიტორინგის ჯგუფის წევრებს შეხვდა, რომლებიც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის შედეგებს - გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მის გავლენას სწავლობენ. ამ მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ, სამეგრელოს რეგიონში აღებული იყო წყლის და ნიადაგის სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პესციციდების ნაშთები ნორმით დადგენილ ზღვრულ მაჩვენებლს არ აღემატებოდა. ანალოგიური კვლევა ჩატარდება გურიის რეგიონშიც.