სუს-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გურიის გარემოსდაცვითი პატრულირების განყოფილების ყოფილი უფროსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებამ დაადგინა, რომ განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, გურამ ა-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით არ განახორციელა კანონით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული მოვალეობები, მან უკანონო ქმედებებში არ ამხილა ორი კომპანიის წარმომადგენლები. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.