გურიაში, სოფელ გურიანთაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ თოფიდან გასროლის შედეგად მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის ჩამდენი პირი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.