მსახიობ გურანდა გაბუნიას დღეს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ. დღეს მსახიობს მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 13:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება. გურანდა გაბუნიას 15:00 საათზე, თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.