გურამიშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. საფუძველი მას თბილისის მერმა ჩაუყარა. ბაღი 8-ჯგუფიანი იქნება და ახალი შენობა მოქმედი 56-ე ბაღის ეზოში განთავსდება. ეზოს ტერიტორიული ფართობიდან გამომდინარე, რომელიც 7000 კვადრატული მეტრია, ბაღების მართვის სააგენტომ იქ ახალი ბაღის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი საბავშვო ბაღი 2018 წელს გაიხსნება და ის ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაძალადევის მესამე ახალი ბაღი რაიონისთვის იქნება. ბაღში ბაგის 2 და სამიდან ექვს წლამდე 6 ასაკობრივი ჯგუფი იქნება. დასაქმდება 60-მდე ადამიანი. ბაღი სულ 300-მდე ბავშვს მიიღებს.