გურამიშვილის გამზირზე რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტი გახსნილია. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების განმატებით, დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია და მიმდინარებს მუშაობა მათ დასაკავებლად. "თბილისში, თემქაზე მომხდარი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რომელსაც წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, გახსნილია. დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მხილებული პირების დასაკავებლად", - განაცხადეს შსს-ში.