გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია. დაშავებული ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის, დაახლოებით, 60% აქვს დამწვარი. მათივე ცნობით, პაციენტი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ სამი პირს, რომლებიც მე-8 საავადმყოფოში არიან შეყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია.