გურამიშვილის 80 ნომერში მდებარე კორპუსის მცხოვრებლები აქციას მართავენ. ისინი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას და მშენებლობის ადგილზე მძიმე ტექნიკის გადაადგილებას აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გადაადგილება მძიმე შედეგებს მოიტანს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით კი, მძიმე ტექნიკის მოძრაობის სქემა ქალაქის მერიასთანაა შეთანხმებული და იგი საფრთხეს არ წარმოადგენს.