13:08
27 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
30-07-2021

+100 წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი აიღო. ფინალში თუშიშვილი ჩეხეთის წარმომადგენელთან, ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ჩეხმა ძიუდოისტმა ზედიზედ მეორე ოლიმპიადა მოიგო - 2016 წელს რიოში მან 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

თუშიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ტაჯიკეთის წარმომადგენელ რახიმოვს დამაჯერებლად სძლია. მეოთხედფინალში კი ბრაზილიის ნაკრების წევრი და 2-გზის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, რაფაელ სილვა გაფრთხილებებით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში თუშიშვილმა რუს ტამერლან ბაშაევს სძლია.

ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიადაზე ეს ქართველი ძიუდოსტების მიერ მოპოვებული მეოთხე მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, თუშიშვილის გარდა ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოსტებმა ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა.

AutoPlay
პანდემიის გამო, სიცოცხლის ხანგრძლივობა 2020 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
ბერლინს პირველი ქალი მერი ეყოლება
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
ეს არის გაყალბებული, როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობამ“ და ჩვენმა პარტიამ თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს - პრემიერი IPSOS-ის კვლევაზე
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
ვის უნდა უჩივლოს? მე უნდა მიჩივლოს? - ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი - პრემიერი გახარიაზე
გამოქვეყნდა 17 წუთის წინ
ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა და მასში ბევრი რამ მიუღებელი იყო - პროექტი „ენკასგან“ შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს - პრემიერი „ნამახვანჰესზე“
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები