გუანჯოუს მასტერსის მეორე დღეს ოქროს მედალი მოიპოვა კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა, მან ფინალში ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა. თუშიშვილამდე ტურნირის გამარჯებული გახდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომლის მეტოქეც მონღოლი ოტგანბაატარ ლხაგვასურენი ტატამზე არ გამოცხადდა და ქართველსაც ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა. წლის ბოლო ტურნირი ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედლით, 2 ოქროთი, 1 ვერცხლით და 2 ბრინჯაოთი დაასრულეს.