დიუსელდორფის გრანდ სლემზე ძიუდოში 100+ კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ფინალში გერმანელი იოჰანეს ფრაი იპონით დაამარცხა. თუშიშვილმა ფინალამდე პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი უზბეკი ალიშერ იუსუპოვი, ტაჯიკი შაკარმამად მირმამადოვი და კორეელი მინჯონ კიმი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე ასევე ოქროს მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლს, ბექა ღვინიაშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა - პირველი ადგილი იაპონიამ დაიკავა.