100+ კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველი გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია. ქართველმა ძიუდოისტმა ტაშკენტში გამართული ტურნირი მოიგო. მან ერთმანეთის მიყოლებით ყაზახი იერასილ ხაჟიბაევი, უზბეკი ალიშერ იუსუპოვი, უკრაინელი იაკივ ხამო და უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი დაამარცხა.