მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. რამდენიმე ახალგაზრდა "მთავარის" პრესკლუბში მაშინ მივიდა, როდესაც მაჭარაშვილი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. ახალგაზრდებმა დეპუტატს სასტვენებითა და ხმამაღალი შეძახილებით შენობა დაატოვებინეს. მაჭარაშვილის გაყვანა პრესკლუბიდან საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო.
"გაბედეს" აქტივისტები აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმას ყველა იმ დეპუტატის წინააღმდეგ გამოიყენებენ, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.