საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით ვიდრე ნაციონალური მოძრაობა ელოდება კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა- არშესვლასთან დაკავშირებით, საპარლამენო უმრავლესობა ოპოზიციასთან უკვე შეჯერდა ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა.
დეპუტატის თქმით, კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში დღეს დაიწყება და პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მიიღებენ, მეორე მოსმენამდე კი ვენეციის კომისიას ელოდებიან, რომელსაც დაჩქარებულ ტემპებში სთხოვეს რეკომენდაციების გამოგზავნა.
დღეს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხილვა იწყება. პროექტს, რონელზეც ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმდა, დღეს, საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებების გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.