საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში ხილ-ბოსტანთან ერთად შემოიპარა და იმედი ჰქონდა რომ მას არ დააკავებდნენ.
როგორც დეპუტატი ვარაუდობს, ყოფილ პრეზიდენტს სურდა ვარსკვლავთ ბიჭუნასავით გამოვარდნილიყო მიტინგზე და ქვეყანა ჩაემოეშალა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ლოგიკურად ახსნა ის პროცესები, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას და დაკავებას.
რაც შეეხება მის დისკრედიტაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, მაჭავარიანის თქმით დედამიწაზე ყველაზე მაღარი ხარისხით დისკრედიტაციას თავად მიხეილ სააკაშვილი ახდენდა.