თავდასხმა მოხდა ცნობილ მსახიობზე. გურამ ჯაში ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. კლინიკაში მსახიობი თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. გურამ ჯაშს თავს სავარაუდოდ ორი მამაკაცი დაესხა. შსს-ში განმარტავენ, რომ გურამ ჯაშზე თავდასხმის მოტივად დასახელებული ყაჩაღობის ფაქტი ამ ეტაპზე არ დასტურდება. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანება დაიწყო.