თბილისის საქალქო სასამართლოში სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარებს.
როგორც ფალავანდიშვილი აცხადებს, მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც შეუგინებია.სხდომაზე ფალავანდიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე იმსჯელებენ.
გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცავებმა 20 ივნისს დააკავეს. როგორც როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მასთან სამართალდამცავები გამოკითხვაზე დაბარების მიზნით უწყების ჩასაბარებლად მივიდნენ, რა დროსაც, ფალავანდიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.