"თბილისის პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა დასრულდა, ფალავანდიშვილი კი პოლიციაში ჩვენების მისაცემად გადაიყვანეს.
როგორც ფალავანდიშვილმა მისი სახლის ჩხრეკის დასრულებისას აღნიშნა, ის წუხილს გამოთქვამს, რადგან არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს და მედია ტერორისტებს.
შეგახსენებთ, პოლიციამ ჩხრება ჩაატარა "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაშიც.
როგორც "პალიტრანიუსს" შსს-ში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე მისამართზე ტარდება.