გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები ვაკის პარკში ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. „გვინდა კანონმდებლობით აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის ნორმად გამოცხადება“ - აცხადებენ ისინი. ფალავანდიშვილი ვაკის პარკში თანამოაზრეებთან ერთად ყოველდღიურად შეიკრიბება და გეგმავენ, მილიონნახევარი ხელმოწერის შეგროვებას.ამასთან, როგორც ფალავანდიშვილი ამბობს, დაგეგმილია თბილისში 1200 კაციანი შეკრება და დელეგატებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გატანება, რათა მათ ხელმოწერები საკუთარ რაიონებში შეაგროვონ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქალაქებშიც.