ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ დღეს, 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან იქნებიან მობილიზებულები, სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა გაიმართება.
როგორც გურამ ფალავანდიშვილმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, მთავარი ლოკაცია კინოთეატრი "ამირანი" იქნება. მისივე თქმით, კინოჩვენების ჩაშლის მშვიდობიან მეთოდებს შორის კინოდარბაზის წინასწარი დაკავება და კინოთეატრების შესასვლელების სხვადასხვა მეთოდით ბლოკირებაა.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება.