შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზეა მსჯავრდებული, სასამართლოს გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჩივრებს. როგორც დონაძის ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აღნიშნავს, სასამართლომ მიკერძოებული გადაწყვეტილება გამოიტანა და ის დასაბუთებულ განაჩენშიც ვერ გაექცა ტენდეცნიურობას.მისივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დანარჩენი მსჯავრდებულებიც - ირაკლი ფირცხალავა, ზურა მიქაძე და დავით იაშვილიც გაასაჩივრებენ.შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო. ყველა მათგანს, გარდა ზაზა ბაქრაძისა, 5 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. რაც შეეხება ბაქრაძეს, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.